პრინცმა უილიამმა სამეფო ოჯახის პროტოკოლი დაარღვია

  • 19 ივნისი 13:44
  • 1186

პრინცმა უილიამმა სამეფო ოჯახის პროტოკოლი დაარღვია და ლონდონში ხანძრის დროს დაშავებულს გადაეხვია. ქალბატონი დაკარგულ მეუღლეს ეძებდა, რომელიც ხანძრის დროს ლიფტში იმყოფებოდა.

პროტოკოლის მიხედვით სამეფო ოჯახის წევრები დაზარალებულებთან შეხვედრისას ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლებიან.

91 წლის ელისაბედ II და 34 წლის პრინცი უილიამი პარასკევს, ლონდონში მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებულებს შეხვდნენ.  ასევე პრინცმა უილიამმა, პრინცმა ჰარიმ და ქეით მიდლტონმა ხანძრის დროს დაშავებულების დასახმარებლად შექმნილ ფონდში დიდი წვლილი შეიტანეს.

სხვა სიახლეები