„კარიბის ზღვის მეკობრეების“ შემდეგ ნაწილს ჯონი დეპის გარეშე გადაიღებენ

  • 19 ივნისი 13:01
  • 717

„კარიბის ზღვის მეკობრეების“ შემდეგი ნაწილი ჯონი დეპის გარეშე გამოვა.

საქმე იმაშია, რომ ფილმის ბოლო ნაწილის შემოსავალი 2-ჯერ ნაკლები იყო ვიდრე წინა წლებში, მაყურებლის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ პერსონაჟის პოპულარობამ მკვეთრად დაიწია.

ამასთან, დეპის რეპუტაციაზე მსახიობისა და ემბერ ჰერდის განშორებამაც იმოქმედა. დეპს ოჯახურ ძალადობაში სდებენ ბრალს. 

ფილმის შემქმნელების გადაწყვეტილებით, „კარიბის ზღვის მეკობრეების“ შემდეგ ნაწილში ჯეკ ბეღურა კვდება და აქცენტი სხვა პერსონაჟებზე გაკეთდება.

სხვა სიახლეები