აშშ-მ სირიული გამანადგურებელი ჩამოაგდო

  • 19 ივნისი 12:39
  • 1644

სირიის მთავრობის განცხადებით, კოალიციის ძალებმა, აშშ-ს ხელმძღვანელობით, სამთავრობო ძალების გამანადგურებელი ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ეს-საურასთან მახლობლად მოხდა, რომელიც რაქას პროვინციაში მდებარეობს. 

დამასკოს განცხადებით, თვითმფრინავი „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავდა. ასადის რეჟიმის განცხადებით, ამ ინციდენტს სერიოზული შედეგები მოყვება ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით. 

პენტაგონის განცხადებით, სირიული გამანადგურებელი იმ მეამბოხეების პოზიციებს ბომბავდე, რომელსაც მხარს უჭერს კოალიცია. 

სხვა სიახლეები