„ჯორჯიან ეარვეისში“ დიმიტრი ქუმსიშვილზე გავრცელებულ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებენ

  • 19 ივნისი 12:50
  • 1058

„ჯორჯიან ეარვეისი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინტერნეტ კომუნიკაციის სამსახურის უფროსი ბექა მჭედლიშვილი ლადო სადღობელაშვილის განცხადებას ეხმაურება.

„ლადო სადღობელაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ დიმიტრი ქუმსიშვილი „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის დარეკეტებას ცდილობდა, არის, რბილად რომ ვთქვათ, დეზინფორმაცია. პირიქით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ყოველთვის გრძნობდა დიმიტრი ქუმსიშვილის მხარდაჭერას და როგორც ჩანს, სადღობელაშვილი ამჯერადაც გარკვეული პირების ბინძურ დავალებას ასრულებს“, - აღნიშნავს ბექა მჭედლიშვილი.

„ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებით, ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ დამფუძნებელმა ლადო სადღობელაშვილმა დიმიტრი ქუმსიშვილის შესახებ აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

[NS]

სხვა სიახლეები