პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო მონარქიის თემაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს

  • 19 ივნისი 12:14
  • 750

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო მონარქიის თემაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას გეგმავს. ირაკლი კობახიძის განცხდებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვდებიან  პატრიარქს და შეხვედრის შემდეგ გაკეთდება მონარქიის საკითხზე კომენტარი.

„ზოგადად, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტს გამორიცხავს. რაც შეეხება მონარქიის საკითხს, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვექნება შეხვედრა პატრიარქთან და ამ შეხვედრის შემდეგ გახდება შესაძლებელი კომენტარის გაკეთება. ზოგადად, რაც ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, ეს არის ჭეშმარიტება, საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ ცხოვრებაში, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით გვექმენა შეხვედრა და საუბარი“,-განაცხადა კობახიძემ.

სხვა სიახლეები