ბიონსემ ტყუპები გააჩინა

  • 19 ივნისი 11:24
  • 1136

35 წლის  ბიონსე დედა მეორედ გახდა, მომღერალსა და რეპერ ჯეი ზის ტყუპები შეეძინათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმასა, რომ  ბიონსე მშობიარობას სახლში გეგმავდა,  ლოს-ანჯელესში Cedars-Sinai-ს კლინიკაში იმშობიარა. ოჯახთან დაახლოებული პირის განცხადებით, წყვილი სამშობიაროში წასვლას მხოლოდ მოულოდნელი გართულების შემთხვევაში გეგმავდა.

წყვილმა ბავშვების ოთახზე დიდი ხნის წინ იზრუნა, მათ საბავშვო ოთახის მოწყობა მილიონ დოლარამდე დაუჯდათ.

ჯერჯერობით ბავშვების სახელები უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით ტუპები გოგო და ბიჭი არიან.

სხვა სიახლეები