ლონდონის მერი: „ეს იყო განზრახ განხორციელებული თავდასხმა უდანაშაულო ლონდონელებზე“

  • 19 ივნისი 11:14
  • 886

ლონდონის მერი სადიქ ხანი ლონდონელებს სიფხიზლისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ არ ვიცით მომხრადის დეტალები, თუმცა აშკარაა, რომ ეს იყო განზრახ განხირციელებული თავდასხმა უდანაშაულო ლონდონელებზე, რომლებიც ლოცვებს ასრულებდნენ“, - აცხადებს სადიქ ხანი.

მისი თქმით, ლონდონში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

„როგორც ჩანს, ესაა თავდასხმა კონკრეტულ ჯგუფზე, როგორც საშინელი თავდასხმები მანჩესტერში, ვესტმინსტერსა და ლონდონის ხიდზე. ეს ასევე არის საერთო ღირებულებების შეურაცხყოფა - ტოლერანტობის, თავისუფლებისა და ურთიერთპატივისცემის“, - აცხადებს ლონდონის მერი.

როგორც სადიქ ხანი „ტვიტერზე“ წერს, ის თანაუგრძნობს და ლოცულობს იმ უდანაშაულო ადამიანებისთვის, „ვინც Finsbury Park-ში მომხდარმა საზარელმა ტერორისტულმა თავდასხმამ დააზარალა“.

ლონდონში მდებარე მეჩეთის სიახლოვეს, ქვეითებს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც, ერთი გარდაიცვალა და რვა ადამიანი დაშავდა.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები