მგზავრების ინფორმაციით, სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა

  • 19 ივნისი 10:47
  • 912

უამინდობის გამო სტამბოლი-თბილისის რეისი რამდენიმე საათიანი დაგვიანებით შესრულდა. ლაინერი აფრენიდან რამდენიმე წუთში ისევ სტამბოლში დაეშვა. მგზავრების ინფორმაციით, თვითმფრინავს მეხი დაეცა, რასაც პანიკა მოჰყვა. 

„აფრენიდან 15-20 წუთში ყველამ ვიგრძენით როგორ შეიკრა წრედი, განათდა და დაარტყა თვითმფრინავს. ამის მერე იყო პრობლემები მართვის და სიმაღლეზე წასვლის, შესაბამისად, პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება დაებრუნებინა დაშვებაზე ისევ ათათურქის აეროპორტში. დავბრუნდით, გადავრჩით“,-განაცხადა დავით ლოლაძემ.

სხვა სიახლეები