ლონდონში მეჩეთის სიახლოვეს ქვეითებს ავტომობილი დაეჯახა

  • 19 ივნისი 09:12
  • 943

ლონდონში მდებარე მეჩეთის სიახლოვეს, ქვეითებს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც, ერთი გარდაიცვალა და რვა ადამიანი დაშავდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფურგონი ადამიანების ჯგუფს Finsbury Park-ში მდებარე მეჩეთთან, ტროტუარზე დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 48 წლის მამაკაცი; ადგილზე ტერორიზმთან ბრძოლის სამსახური მუშაობს.

ბრიტანეთის მუსლიმთა საბჭოს განცხადებით, ავტომობილი მლოცველებს განზრახ დაეჯახა. „ეს იყო ისლამოფობიის ძალადობრივი მანიფესტი“, - აცხადებს ბრიტანეთის მუსლიმთა საბჭო და მეჩეთებთან უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას ითხოვს.

პრემიერმინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, ის აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, საგანგებო თათბირს გამართავს. მისი თქმით, პოლიცია მომხდარს იძიებს როგორც „სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმას“.

„ეს საშინელი ინციდენტია, თანავუგრძნობ დაშავებულებს და მათ ახლობლებს“, - აცხადებს ტერეზა მეი.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები