"ფოთის წისქვილკომბინატში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია"

  • 17 ივნისი 22:51
  • 492

ფოთის წისქვილკომბინატში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ქალაქის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში 35 და 42 წლის მამაკაცები მიიყვანა, რომლებსაც სახისა და ზედა კიდურების არეში დამწვრობა აღენიშნებათ.

„დაშავებულები მოთავსებული არიან მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და უტარდებათ ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა. მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან", - აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა.

ფოთის წისქვილკომბინატში აფეთექება რამდენიმე საათის წინ მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სხვა სიახლეები