გიორგი უძილაური:"ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტურ მდგომარეობაში თავად ..."

  • 17 ივნისი 20:28
  • 2080

„ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი უძილაურის განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი „თავს მშვენივრად გრძნობს“.

„ვინც აქამდე ვერ გაიგო, რომ ნაციონალების ნდობა არ შეიძლება:

ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტურ მდგომარეობაში თავად ნაციონალური მოძრაობაა, რასაც აშკარად ვეღარც მალავენ“, - წერს გიორგი უძილაური „ფეისბუქზე“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დღეს ამ შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წუხელ, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა. ამჟამად, ლუქსემბურგიდან ჩამოყვანილი 6 ექიმის ზედამხედველობის ქვეშაა სახლში.

ps დამძიმდა და ემერჯენსით გადააფრინეს გერმანიაში“, - წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.

სხვა სიახლეები