რ2: ფოთის წისქვილკომბინატში ძლიერი აფეთქება მოხდა

  • 17 ივნისი 15:09
  • 1140

ფოთის წისქვილკომბინატის ერთ-ერთ ელევატორში ძლიერი აფეთქება მოხდა - ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიისთვის გახდა ცნობილი, დაშავებულია 2 ადამიანი, რომლებიც ელევატორში იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, მათ აქვთ სხვადასხვა დაზიანება, ძირითადად, მიღებული აქვთ დამწვრობა; ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ამავე ინფორმაციის თანახმად, ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურები და საპატრულო ეკიპაჟები.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები