ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა

  • 16 ივნისი 14:08
  • 605

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ავარიაში ორი ავტომობილი ფიგურირებს. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი ამბები

3381 სტატია

სხვა სიახლეები