თიბისი დაზღვევა ოუფენ ეარის ყველა მსმენელს დააზღვევს

  • 16 ივნისი 11:48
  • 1150

თიბისი დაზღვევა Tbilisi Open Air-ის პარტნიორია. შედეგად, წელს ფესტივალის დღეებში მისი ყველა მსმენელი დაზღვეული იქნება.

კერძოდ, თიბისი დაზღვევა სამი დღის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს დააზღვევს, რომელიც ფესტივალს დაესწრება.

დაზღვევა ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როგორებიცაა: ხანძარი, აფეთქება (მათ შორის ბოლით ან/და ორთქლით მიყენებული ზიანი), სტიქიური მოვლენები, საგნების დაცემა, სატრანსპორტო საშუალებებისშეჯახება, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი... ყველა შემთხვევისას „ოუფენ ეარი“ პასუხისმგებლობას თვითონ იღებს. მის პასუხისმგებლობას კი თიბისი დაზღვევა აზღვევს.

Tbilisi Open Air წელს მე-9 სეზონს ატარებს. 16-დან 18 ივნისის ჩათვლით „ლისი ვანდერლენდის“ ღია სივრცეებს ერთგულ მსმენელთან და გართობის მოყვარულებთან ერთად, ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები შეავსებენ, როგორებიც არიან „ანათემა“, „ლენინგრადი“, „არქაივი“, სევდალიზა და სხვები.

[R]

სხვა სიახლეები