ხიდაშელი: როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ევროპარლამენტს ათქმევინო საფრთხის წინაშე დადგებითო

  • 16 ივნისი 10:51
  • 1211

ევროპარლამენტის მიერ აფგან მუხთარლის საქმეზე მიღებულ რეზოლუციას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ვიზალიბერალიზაციიდან მესამე თვეს ათქმევინო ევროპარლამენტს საფრთხის წინაშე დადგებითო“,-წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოდან აზერბაიჯელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს, ბაქოში მის დაკავებასა და მოსალოდნელ გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.

სხვა სიახლეები