პარლამენტში მუშაობის მსურველებს ტრენინგები უტარდებათ

  • 05 ივლისი 2012, 14:34
  • 325

ქუთაისის მთავრობის სახლში შეკრებილ სტაჟიორებს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლა პარლამენტის აპარატის უფროსმა დავით ჯანიაშვილმა მიულოცა. სტაჟიორებისთვის ლექცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ წაიკითხა. პარლამენტში მოხვედრის მსურველი პირები ერთი თვის განმავლობაში პარლამენტისა და პარლამენტარიზმის ისტორიას გაეცნობიან. ჯავახიშვილის უნივერისიტეტის პროფესორებთან ერთად მათთვის ლექციებს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები და პარლამენტის სხვადასხვა დეპარტამეტის ხელმძღვანელები წაიკითხავენ. 

პარლამენტის აპარატის დაკომპლექტების მიზნით, სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან გამოცხადდა. კონკურსის მსვლელობისას ქვეყნის მასშტაბით 721 განაცხადი შევიდა. მათგან გასაუბრების შედეგად 124  პირი შეირჩა, რომლებსაც უკვე ატრენინგებენ. გასაუბრების ეტაპი ქუთაიში 15 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. გასაუბრების პირველ დღეს პროცესს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.

ერთთვიანი სალექციო კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორები ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებენ, სადაც სხვადასხვა დეპარტამენტში 6–თვიან სტაჟირებას გაივლიან.

სხვა სიახლეები