ხიდაშელი: არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, რომ ასე ღიად და საჯაროდ, პირდაპირ ეთერში ადამიანს დამუქრებოდეს სახელმწიფოს წარმომადგენელი

  • 19 მაისი 21:56
  • 1411

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა  ინგა გრიგოლიას თოქშოუ „რეაქციაში“ ისაუბრა.

„ძალიან სამარცხვინოა, რომ ხელისუფლებამ პირველი ტესტი ვერ ჩააბარა და ვერ გარისკა ღია საჯარო სხდომის ჩატარება, იმ მონაპოვარის დაცვა, რომლითაც ჩვენ ყველანი, ჟურნალისტებიც, პოლიტიკოსებიც ვამაყობდით ამ წლების განმავლობაში, რომ სასამართლო დარბაზებში კამერები დავაბრუნეთ.

არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, რომ ასე ღიად და საჯაროდ, პირდაპირ ეთერში ადამიანს დამუქრებოდნენ, სახელობითად, პირადად დამუქრებოდეს სახელმწიფოს წარმომადგენელი, ბუნებრივია პროკურორ წიკლაურს ვგულისხმობ, რომ მასზე არსებობს რაღაც გაუგონარი, არაიდენტიფიცირებული კადრები, რომლებიც შესაძლოა საჯარო გახდეს“,-განაცხადა ხიდაშელმა.

სხვა სიახლეები