ლიდერის ეტალონები ბათუმში

  • 19 მაისი 21:35
  • 1611

2017 წლის 22-23 მაისს, ბათუმი, კავკასიის მასშტაბით პირველ საერთაშორისო ბიზნესფორუმს (IBF Batumi) უმასპინძლებს. ღონისძიება სასტუმრო „ეიფორიაში“ გაიმართება და მასში მსოფლიო კლასის 6 სპიკერი და 14 ქვეყნის დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმს მიესალმება ასევე საქართველოს ვიცეპრემიერ მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

„უნიკალური ფორმატის ბიზნეს ფორუმი აერთიანებს, ერთის მხრივ, მსოფლიო კლასის სპიკერებს, მსხვილი ბიზნესის და სახელმწიფების წარმომადგენლებს, და მეორეს მხრივ – სტარტაპებს IBF-ის ფარგლებში ვიზიტორები დაესწრებიან 6 სპიკერის მასტერკლასებს“, - ამბობს ფორუმის დამფუძნებელი გუგა კობახიძე.

ფორუმის სპიკერები

პიერლუიჯი კოლინა ფიფამ წლის #1 მსაჯად 6-ჯერ აღიარა. დევიდ ბექჰემის თქმით, ის მსოფლიოს საუკეთესო მსაჯია. მას ბიზნესსამყაროც იცნობს ქოუჩის სახით.

დანანჯაია ჰეტიარაჩი გახლავთ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი საჯარო გამოსვლებში. ის არის ადამიანური რესურსების განვითარების ექპერტი.

შონ ფიცპატრიკი რაგბის ლეგენდაა, ის ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების All Blacks-ის კაპიტანი იყო. მას ბიზნესსამყაროც იცნობს ქოუჩის სახით.

კევინ გასკელი პორშესა და ლამბორგინის ხელმძღავენელი იყო. CEO-სთვის საკმაოდ კრეატიული მიდგომით ბრენდებს მოაპოვებინა მილიარდებიანი პორტფელი.

მარშალ გოლდსმითი ორჯერ დაასახელეს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ლიდერშიპის მოაზროვნედ. ის ამერიკის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი ქოუჩია.

ჯონ კინგი არის „ნიუ–იორკ თაიმს“–ისდა და „უოლ სთრით ჯორნალ“–ის ბესტსელერის Tribal Leadership-ის ავტორი, საერთაშორისოდ აღიარებული როგორც უფროსი მასწავლებელი, მწვრთნელი და ლიდერი.

ფორუმი სასტუმრო ეიფორიაში ორშაბათს, 22 მაისს 12.00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება.

მედიისთვის სპიკერებთან კომუნიკაციის დრო: 11.15 - 12.15. აკრედიტაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე

კონტაქტი: 577 287070 ოთარ ქირია www.ibf.ge

[NS]

სხვა სიახლეები