დონდუამ ზალბერთან შეხვედრაზე ქართული მხარის შეშფოთება გამოხატა

  • 19 მაისი 18:31
  • 567

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუასა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ჰერბერტ ზალბერს შორის.

დავით დონდუას თქმით, მან შეხვედრაზე ჰერბერტ ზალბერს დეტალურად გააცნო საქართველოს პოზიცია და შეშფოთება გამოხატა, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან გაკეთებული განცხადებების გამო. ჰერბერტ ზალბერმა განმარტა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და ის, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს უჭერს ამ პრინციპს.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რათა ჩრდილი არ მიადგეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფორმატებს, პროცესებს და ინსტიტუტებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, დემოკრატიისთვის და საქართველოს განვითარებისთვის“, - განაცხადა დონდუამ

სხვა სიახლეები