„კოლეგასთან ერთად განვიხილე საკითხები, რომელმაც გაგაღიზიანათ თქვენ“

  • 19 მაისი 18:08
  • 1101

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე დავით დონდუასთან შეხვედრა გამართა. ამის შემდეგ მან ქართველ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს კოლეგასთან ერთად განვიხილე საკითხები, რომელმაც გაგაღიზიანათ თქვენ. ამასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო შემდეგი: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას ყოველი შესაძლებლობისას ხაზს ვუსვამ.

რაც შეეხება არჩევნებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებში ეს არჩევნები ჩატარდა. მე ასევე მხარს ვუჭერ ამ პოზიციას. ამავდროულად, ევროკავშირს ნაკისრი აქვს ვალდებულება ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას. ზუსტად ამ მიზეზის გამო ევროკავშირი და პირადად მე ჩართულნი ვართ ჟენევის დისკუსიებში. ეს ჩემი მანდატის საფუძველია“, - 

სხვა სიახლეები