„აეროსმიტის“ კონცერტთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ კიდევ ერთი რეისი დანიშნა

  • 19 მაისი 17:24
  • 692

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, „აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრებად მიმავალი მგზავრების თხოვნით, საქართველოს რკინიგზა კონცერტის დასრულების შემდეგ, თბილისში დასაბრუნებლად კიდევ ერთ დამატებით რეისს ნიშნავს (#859).

კომპანიის ინფორმაციით, მატარებელი „ბლექ სი არენასთან“ მდებარე ახალი სარკინიგზო ბაქნიდან 01:50 გავა და თბილისში 06:30 საათზე იქნება.

„ბილეთები იყიდება, როგორც ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, ასევე ელექტრონულად და სწრაფი გადახდის აპარატებით. გთხოვთ იჩქაროდ, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

[NS]

სხვა სიახლეები