საქართველოს რკინიგზამ Lean Six Sigma მეთოდოლოგიის პროექტების განმახორციელებლებს სერტიფიკატები გადასცა

  • 19 მაისი 17:14
  • 3662

საქართველოს რკინიგზამ Lean Six Sigma მეთოდოლოგიის დანერგვის ფარგლებში, პროექტების განმახორციელებელი საინჟინრო პერსონალისთვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გამართა. 

საქართველოს რკინიგზაში Lean Six Sigma მეთოდოლოგიის დანერგვის მიზანი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენების გზით, საწარმოო პროცესების გაუმჯობესებაა.

როგორც საქართველოს რკინიგზა განმარტავს, Lean Six Sigma მეთოდოლოგია წარმოადგენს წარმოების მართვის კონცეპციას, რომლის ძირითადი არსია საწარმოო პროდუქგების შემდგომ, გამოსავალი პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება, დეფექტების მინიმიზაცია და სტანდარტიდან გადახრების შემცირება. ასევე, ისეთი პროცესების შექმნა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება დანაკარგების მინიმიზაცია და ეკონომიკური ეფექტი.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საქართველოს რკინიგზაში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის მიერ თანამშრომელბის სათანადოდ მომზადება მოხდა. რკინიგზის ინფორმაციით, მომზადების პროცესის ძირითადი შემადგენელი ნაწილი თეორიულ ნაწილთან ერთად, კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა იყო, რასაც პროექტების სახე მიეცა.

„ამჟამად კომპანიაში პროექტების იმპლემენტაცია მიმდინარეობს და ამ დროისთვის ცალკეულმა პროექტებმა საქართველოს რკინიგზას უკვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი მისცა“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

კომპანიის ინფორმაციით, Lean Six Sigma მეთოდოლოგია პირველად კომპანია Motorola-მ შეიმუშავა და იმპლემენტაციის შედეგად, სოლიდური ეკონომიკური ეფექტი მიიღო.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, შემდგომში ეს პროგრამა წარმატებით გააგრძელა კომპანიამ General Electric. „აღსანიშნავია, რომ Lean Six Sigma მეთოდოლოგია ყველა ცნობილ კომპანიაშია დანერგილი“, - აღნიშნავს საქართველოს რკინიგზა.

[NS]

სხვა სიახლეები