შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა

  • 19 მაისი 16:17
  • 643

შვედეთის პროკურატურა WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიებას აღარ აწარმოებს. BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის პროკურატურამ სასამართლოს ასანჟის დაკავების ორდერის გაუქმების რეკომენდაციით მიმართა. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება საქმეს, რომელიც გაუპატიურების ბრალდებას უკავშირდებოდა.

ამჟამად ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში იმყოფება, სადაც 2012 წლიდან ცხოვრობს. ლონდონის პოლიციის განცხადებით, შვედეთის გადაწყვეტილების მიუხედავად, თუ ასანჟი საელჩოს შენობას დატოვებს, მისი დაპატიმრება მაინც მოუწევთ. ბრიტანული კანონმდებლობით მას ერთ წლამდე პატიმრობა ან ჯარიმის გადახდა ევალება სასამართლოში არ გამოცხადების გამო

როგორც BBC წერს, ჯერ-ჯერობით ბრიტანეთი არ ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას იმის თაობაზე, მიიღო თუ არა ასანჟის ექსტრადირების მოთხოვნა აშშ-სგან, სადაც მას საიდუმლო დოკუმენტების მოპარვასა და გამოქვეყნებაში ედავებიან

სხვა სიახლეები