მოსამართლემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დარბაზიდან გააძევა

  • 19 მაისი 15:51
  • 702

მოსამართლემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დარბაზიდან გააძევა. მოსამართლის მიერ „ციანიდის საქმის“  სასამართლო პროცესების დახურვის გამოცხადების შემდეგ,  მამა გიორგი მამალაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. დეკანოზმა ასევე თავის ადვოკატებს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. ადვოკატების მიერ სასამართლო სხდომის დატოვების შემდეგ, მოსამართლემ გაძევების ოქმი შეადგინა.

მამალაძის ადვოკატების მიერ სასამართლო სხდომის დატოვების გამო, ეთიკის დარღვევას ადვოკატთა ეთიკის კომისია განიხილავს.

პროცესი 30 მაისს დაინიშნა და მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან. მოსამართლემ ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვების სრულად დახურვის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ამ შუამდგომლობით მოსამართლე ბესიკ გუბიანიშვილს პროკურატურამ მიმართა, რაც დაკმაყოფილდა. 

სახელმწიფო ბრალმდებლების განმარტებით, საქმეში დევს დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები, რისი გასაჯაროვებაც, შესაძლოა მედიის მხრიდან არასწორად მოხდეს.

სხვა სიახლეები