ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ პარლამენტარის დაღუპული შვილის ნაავარიები მანქანაა აღბეჭდილი

  • 19 მაისი 15:52
  • 2489

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი ავტოავარიას ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა 16 მაისს მოხდა. დაღუპული ბექა ხახუბია 21 წლის იყო. არსებული ინფორმაციით ის თავად მართავდა ავტომანქანას.

ხახუბიას ვაჟის გარდაცვალების შესახებ, "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი წერს."ტკივილი! მოუშუშებელი, მოურჩენელი! სიტყვები არ მყოფნის... ჩვენს მეგობარს, ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი, ბექა ავტოავარიაში გარდაეცვალა", - წერს ჩრდილელი სოციალურ ქსელში.

თითქმის მთლიანად დამტვრეული "ბეემვეს" მარკის ავტომანქანა წუხელ გორის ავტოსადგომზე შეიყვანეს. კერძო მესაკუთრეები გამომძიებლის როსტომ სიქტურაშვილის გარეშე ინფორმაციას არ გასცემენ და ტერიტორიაზეც არ შეგვიშვეს. "გორისიტის" თანამშრომლის მობილური ტელეფონით გამომძიებელმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. ფოტო კერძო ობიექტის გარე პერიმეტრიდანაა გადაღებული.არის თუ ეს ის მანქანა, რომლითაც  ფოთის მაჟორიტარიდეპუტატის შვილი ავარიაში მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური კომენტარს არ აკეთებს.

წყარო: ambebi.ge

სხვა სიახლეები