დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სხდომის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

  • 19 მაისი 15:37
  • 690

 მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა სრულად დახურა. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბრალდებულმა დეკანოზმა სხდომის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და ადვოკატებსაც მოუწოდს იგივე გაეკეთებინათ. ბრალდებული უკვე გადაყვანილია სასჯელარსრულების მეცხრე დაწესებულებაში.

პროკურატურამ სხდომების დახურვის მოთხოვნა დღევანდელ პროცესზე იმით დაასაბუთა, რომ საქმეში არსებობს აუდიო-ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც როგორც ბრალდებული მამა გიორგის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ინტიმურ დეტალებს შეიცავს.

სხვა სიახლეები