ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

  • 19 მაისი 15:19
  • 418

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP), ადამიანური რესურსების მართვისა და განათლების საკითხებში ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფი საქართველოში ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მრჩევლების ჯგუფს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლეს.

დასკვნით შეხვედრას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარიძე, ასევე თავდაცვის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამერიკელმა მრჩევლებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები, ასევე ადამიანური რესურსების მართვის კუთხით განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასეს და ქართულ მხარეს გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა.

დღესვე, ამერიკელი მრჩეველი, დოქტორ ბერნარდ როსტკერი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით - „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა.

ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფი თავდაცვის უწყებასთან 2009 წლიდან თანამშრომლობს.

სხვა სიახლეები