ჯეჯელავა: კანონზე მაღლა არ დგას არავინ, არც მოსამათლის ძმა, არც მინისტრის ძმა

  • 19 მაისი 14:11
  • 429

მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, კანონზე მაღლა არ დგას არავინ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„ყველა ადამიანს, რომელიც კანონს არღვევს, ურჩევნი, რომ რაღაც თავდაცვა მოიფიქროს და ამ შემთხვევაში ეს არის თავდაცვის სტრატეგია. ჩვენ ვამბობთ, რომ კანონზე მაღლა არ დგას არავინ, არც მოსამათლის ძმა, არც მინისტრის ძმა და არავინ აბსოლუტურად. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ თუ კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე, მაშინ ეს არის აბსოლუტურად გამართლებული, მიუხედავად იმისა, ვის ნათესავზეა საუბარი“,-განაცხადა ჯეჯელავამ.

სხვა სიახლეები