თორდია: ეს მართლაც უკვე სციდლება ყველანაირ გონივრულ ზღვარს

  • 19 მაისი 13:52
  • 943

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებას გენერალური აუდიტორი გამოეხმაურა. ლაშა თორდიას თქმით, მისთვის გაუგებარია, მის მიერ გაკეთებული განცხადების რა ნაწილი შეაფასეს ადვოკატებმა მუქარად.

„ ჩემი პასუხი იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ცინიკურად ასახელებენ, რომ წამიერი შეხვედრა იყო და არ შეიძლებოდა ეს დაზიანებები მიმეღო და მივიღე თვითდაზიანება, ამაზე ჩემი კონტრარგუმენიტი თურმე არის მუქარა მათზეც და მოწმეებზეც, ეს მართლაც უკვე სციდლება ყველანაირ გონივრულ ზღვარს. როდესაც მე დავინახავ თუ იქნება ასეთი ფაქტები, რომ ვიღაცამ ჩვენება მისცა, რომ მე თვითდაზიანება მივიღე დ ამაზე ჩვენება აქვს მიცემული, ეს არის ცრუ ჩვენება და ამაზე არის კიდევ ცალკე სისხლის სამათლებრივი პასუხისმგებლობის ფორმები“,-განაცხადა თორდიამ.

სხვა სიახლეები