„აქ გვაქვს იგივე „კლასიკა“ რომელსაც „ქართული ოცნება“ რეგულარულად მიმართავს“

  • 19 მაისი 13:00
  • 530

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ევროსასამათლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის ჩხრეკა იგივე „კლასიკაა“, რომელსაც „ქართული ოცნება“ რეგულარულად მიმართავს.

„იქედან გამომდინარე, რომ ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში სახლში არ იმყოფებოდა და დაბრუნებულზე უტარებენ ჩხრეკას და უცბად აღმოაჩენენ იარაღს, რომლის შესახებაც ოჯახს არანაირი წარმოდგენა არ აქვს ძალიან დიდ ეჭვს ტოვებს, რომ აქ გვაქვს იგივე „კლასიკა“ რომელსაც „ქართული ოცნება“ რეგულარულად მიმართავს. როდესაც ნარკოტიკს ან იარაღას უდებენ მათთვის არასასურველ პიროვნებას და ეს ხდება ერთის მხრივ ევროსასამართლოს მოსამართლის ძმასთან დაკავშირებით, რომელიც მთელმა ბათუმმა იცის, რომ არის ერთი უბრალო, მშრომელი, პატიოსანი ადამიანი და მეორესმხრივ ხდება იმ კონტექსტში, როდესაც ფარცხალაძე დაუსჯელი დაბოგინობს და პარლამენტარები ხმას ვერ იღებენ. ხოლო სუსი და ბიძინა ივანიშვილი ცდილობენ, რომ მსგავსი ჩადებებით და ხელოვნურად შეთითხნილი საქმეებით გადაფარონ ფარცხალაძის ის ქმედება რომელიც კანონით ავალდებულებს ხელისუფლებას იყოს უმკაცრესად დასჯილი“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

სხვა სიახლეები