ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

  • 19 მაისი 12:47
  • 616

ირანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ირანის ამჟამინდელ პრეზიდენტს ჰასან როუჰანის მეორე ვადით სურს ქვეყნის მართვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

68 წლის ჰასან როუჰანი, რომელიც ზომიერი პოლიტიკის მომხრეა და რომლის მთავარი მიღწევა 2015 წლის ისტორიული შეთანხმება იყო ირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით, სამ კანდიდატს უპირისპირდება. 

როუჰანის მთავარი კონკურენტი 56 წლის კონსერვატორი სასულიერო პირი ებრაჰიმ რაისია. ითვლება რომ სწორედ რაისს აქვს ირანის უზენაესი ლიდერის იათოლა ალი ხამენეის მხარდაჭერა. 

თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმათა 50%-ზე მეტი, მომდევნო კვირაში მეორე ტური ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ 1985 წლის შემდეგ, ირანის ყველა პრეზიდენტმა მოახერხა მეორე ვადით დარჩენა პოსტზე. 

სხვა სიახლეები