პრეზიდენტი: არასწორად აგვირჩევია გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილი - ეს ლოგიკა არის დემოკრატიისთვის დამღუპველი

  • 19 მაისი 00:47
  • 1501

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანია „კონსტიტუცია ყველასიას“ ფარგლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას კონსტიტუციის ახალი პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე საკუთარი შეხედულებები გააცნო. განხილვის ერთერთი თემა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება იყო. 

"ჩვენ არ დაგავიწყდეს ის, რომ ამ კონსტიტუციის ვერსიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პროცესი უკვე შედგა. ჩვენ არ დაგვავიწყდეს ის, რომ საკონსტიტუციო კომისია დატოვა პროტესტის ნიშნად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. არ დაგვავიწყდეს ის, რომ ის ექსპერტები და არასამთავრობოები, რომლებმაც არ დატოვეს, მაგრამ დარჩნენ იქ, მათ უარყოფითი მისცეს ამ კონსტიტუციის პროექტს. ანუ, ჩვენ დღეს რასაც ვიხილავთ, ეს არის დოკუმენტი ნულოვანი კონსენსუსით.

თუ შენ ამბობ, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს არჩეული და ის უნდა აირჩიოს სამასმა ხმოსანმა, ამისი ლოგიკა უნდა იყოს არა ის, რომ საქართველოს მოსახლეობას არ ჰყოფნის ტვინი, რომ სწორი პრეზიდენტი აირჩიოს, არამედ რაღაცა სხვა, ნებისმიერი სხვა გამართლება. ნახეთ, რამდენი შეცდომა დავუშვით, ხალხო, ნახეთ, არასწორად აგვირჩევია გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილი და, თურმე, არ გვცოდნია არჩევნები და რამენაირად მოგვაშორეთ ეს ტვირთი - ეს ლოგიკა არის დემოკრატიისთვის დამღუპველი,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

სხვა სიახლეები