ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

  • 19 მაისი 00:10
  • 1874

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.

ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბარში პრეზიდენტის მოვალეობების შესრულების დაწყება და ახალი მთავრობის ფორმირება მიულოცა.

როგორც კრემლის პრესსამსახური აღნიშნავს, მხარეებმა გამოხატეს ორმხრივი მზაობა, ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები განავითარონ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში.

„მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივად იმუშაონ აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლაში. ხაზგასმით აღნიშნულია, კერძოდ, „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში ურთიერთქმედების მნიშვნელობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

სხვა სიახლეები