სომხეთის მთავრობა გადადგა

  • 18 მაისი 15:05
  • 1201

დღეს სომხეთის მეექვსე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, მეექვსე მოწვევის პირველ სხდომაზე სომხეთის მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს, შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მთავრობა დაითხოვა.

კონსტიტუციის თანახმად, სარქისიანმა 10 დღის განმავლობაში ახალი პრემიერმინისტრი უნდა წარადგინოს, რომლის დანიშვნიდან 20 დღის განმავლობაშიც მინისტრთა ახალი კაბინეტი უნდა შეიქმნას. ახალი მთავრობის შექმნამდე, მოვალეობების შესრულება დათხოვნილ მთავრობას ეკისრება.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2 აპრილს გაიმართა. სომხეთის ისტორიაში პირველად საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდა. ეს პირველი არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადავიდა. 

სხვა სიახლეები