ევროკომისიამ Facebook-ი 110 მილიონი ევროთი დააჯარიმა

  • 18 მაისი 14:40
  • 1449

ევროკომისიამ Facebook- 110 მილიონი ევროთი დააჯარიმა, რადგან WhatsApp-ის შესყიდვის დროს კომპანიამ კომისიას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც კომისიაში აცხადებენ, კოპანია აცხადებდა, რომ მას არ შეეძლო მისი და WhatsApp-ის ერთი და იგივე მომხმარებლების ავტომატურად დაკავშირება

მიუხედავად ამისა, Facebook-მა ორი წლის შემდეგ გამოუშვა აპლიკაცია, რომელიც სწორედ ამას აკეთებდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, არასწორი ინფორმაციის მიწოდება შემთხვევით მოხდა

დღევანდელი გადაწყვეტილება ნათელ სიგნალს უგზავნის კომპანიებს, რომ მათ უნდა დაემორჩილონ ევროკავშირის ყველა კანონს კომპანიების შერწყმასთან დაკავშირებით, მათ შორის სწორი ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნას“, - განაცხადა ევროკომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა.

სხვა სიახლეები