კომპანია Herbalife-მა მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში ყველაზე ცნობილ საქველმოქმედო ღონისძიებაში "Wings for Life World Run"

  • 17 მაისი 15:57
  • 852

კომპანია Herbalife მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ღონისძიებას "Wings for Life World Run"-ს შეუერთდა , რომელიც უკვე მეოთხედ, კახეთში გაიმართა.

წელს, Herbalife -ის დიდმა გუნდმა, რომელშიც კომპანიის 110 დამოუკიდებელი პარტნიორი შედიოდა, ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია მათი სირბილის ისტორიაში და 10 კმ გაირბინა. საქველმოქმედო ფონდისთვის კი, კომპანიის წარმომადგენლებმა დაახლოებით 1400 დოლარი შეაგროვეს.

"ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მივიღეთ მონაწილეობა მსოფლიო რბენაში, რომელიც სრულიად განსხვავებულია სხვა მარათონებისგან და რაც მთავარია ღონისძიება არის საქველმოქმედო. ჩვენი გუნდი აუცილებლად გააგრძელებს შემდეგ მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მიღებას. სირბილი და ცხოვრების ჯანსაღი წესი პირდაპირ არის დაკავშირებული ვარჯიშთან და სწორ კვებასთან. ამ თემებზე კი Herbalife-ის გუნდი მუდმივად მუშაობს და ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას." - განაცხადა ირაკლი ჩაჩანიძემ, კომპანია Herbalife –ის კონსულტანტმა, დამოუკიდებელი პარტნიორების კომპანიების ბიზნესის მხარდაჭერის საკითხებში კავკასიის რეგიონში.

კომპანია Herbalife-ის გუნდს აქვს საქართველოში სხვადასხვა მარათონებში მონაწილეობის ხანგრძლივი და წარმატებული ისტორია. ამ ოთხი წლის განმავლობაში კომპანიამ შეძლო 800 მონაწილის მოზიდვა და მომავალშიც გეგმავს კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვას ღონისძიებაში . Wings for Life არის ყველაზე ცნობილი გარბენი, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. 2017 წელს კახეთში გამართულ ღონისძიებას დაახლოებით 12 000 ადამიანი დაესწრო. 

Herbalife-ის პარტნიორები და გუნდი მუდმივად იღებენ მონაწილეობას ადგილობრივ და მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებში, რათა იყვნენ მაგალითები მათთვის, ვისაც სურვილი აქვთ მისდიონ ჯანსაღ ცხოვრების წესს. 

კომპანია Herbalife-ის პროდუქცია ეხმარება ადამიანებს რეგულარული კვების რაციონის დაბალანსებაში. კოკტეილი ფორმულა 1, რომელიც არის საუკეთესოდ გაყიდვადი პროდუქტი მსოფლიოში და №1 პროდუქტი თავის კატეგორიაში, შეიცავს დაბალანსებულ კომბინაციას, რომელიც აუცილებელია კვებისთვის: ცილებს, ბოჭკოვანს და 20-ზე მეტ საციცოცხლო მნიშველობის ვიტამინებსა და მინერალებს.

კოკტეილი “ფორმულა 1-ის“ ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია კლინიკური კვლევებით და არის სრულყოფილი კვება, რომელიც უზრუნველყოფს დანაყრების გრძნობას რამდენიმე საათის განმავლობაში. კოკტეილის მომზადება შესაძლებელია მხოლოდ რამდენინე წუთში.

დაამატეთ კოკტეილი „ფორმულა 1“ თქვენი დღის რაციონში და დარწმუნდით, რომ იკვებებით დაბალანსებულად და ყოველდღიურად ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე. 

35 წლიანი გამოცდილების მქონე ბრენდმა Herbalife-მა მოიპოვა მსოფლიო აღიარება და უამრავი ჯილდო საქმიანობისათვის. კომპანიის პროდუქცია იყიდება მსოფლიოს 95 ქვეყანაში. Herbalife-ის პროდუქციას წამყვანი ექპერტების მხრიდან მიღებული აქვს უმაღლესი შეფასება და ის ადამიანებს ეხმარება ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში, რაც თავის მხრივ გამოწვეულია Herbalife-ის მიერ პროდუქციის ხარისხზე მუდმივი ზრუნვით .

კომპანია Herbalife-ის პროდუქციის ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკურ კვლევებში, ცნობილი კვლევითი ინსტიტუტების მიერ მთელ მსოფლიოში, მათ შორის კალიფორნიის უნივერსიტეტი(აშშ), ULM-ის უნივერსიტეტი(გერმანია), Seoul-ის ეროვნული უნივერსიტეტი.

[R]

სხვა სიახლეები