ზურაბიშვილი: ამას ერთი პასუხი აქვს - ჰერბერტ ზალბერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება

  • 17 მაისი 14:31
  • 2561

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის განცხადებას პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილიფეისბუქით“ გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ზელბერის განცხადება არა მხოლოდ პრინციპულად მიუღებელია ,არამედ საკითხის მიმართ უცოდინარობას ავლენს. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ უნდა მიოთხოვოს ჰერბერტ ზალბერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება.

„ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიისთვის და ჟენევის თანათავჯდომარის, ჰერბერტ ზალბერის განცხადება არა მხოლოდ პრინციპულად მიუღებელია, არამედ საკითხის მიმართ მის უცოდინარობას ავლენს. ... ასეთ შემთხვევაში ჩვენ მორჩილად  არ უნდა დაველოდოთ ბრიუსელის რეაგირებას ან რამე მობოდიშებას, არამედ დროულად მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა... დიპლომატიას თავის მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენობის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა. ამას ერთი პასუხი აქვს: "პერსონა ნონ გრატა"-დ გამოცხადება ... ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და ყველასთვის გაფრთხილება“,-წერს ზურაბიშვილი.

სხვა სიახლეები