The Grand Tour-ი საქართველოშიც ჩამოვა

  • 17 მაისი 12:58
  • 1628

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემა The Grand Tour-ის მეორე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდის გადაღებები საქართველოში შედგება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი წერს

„გადაღებები უკვე დაწყებულია მეორე სეზონისთვის და მაყურებელი The Grand Tour-ის მოგზაურ ბანაკს მოზამბიკში, საქართველოში და აშშ-ში იხილავს“, - წერია Telegraph-ის სტატიაში. 

The Grand Tour-ის ახალი სეზონი შემოდგომაზე იწყება.

The Grand Tour-ი კომპანია Amazon Prime-ის შოუა რომელსაც სამი ცნობილი ბრიტანელი წამყვანი - ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი და რიჩარდ ჰამონდი უძღვება. 

სხვა სიახლეები