„რუსული პროპაგანდის გავრცელების მთავარი პლატფორმა რომ ხართ, ძვირფასო სილქნეტო, ამოიღეთ რუსული ტელევიზიები“

  • 16 მაისი 15:59
  • 2001

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. გავარმია კომპანიას სატელევიზიო პაკეტიდან რუსული არხების ამოღებისკენ მოუწოდებს. 

„ისე, საკუთარი მოგების მარჟის შემცირებას, ათასი იდიოტური უსახელო არხის ამოღებას და სხვა მისთანებს თუ გადავდებთ, ტექნიკური თვალსაზრისით რუსული პროპაგანდის გავრცელების მთავარი პლატფორმა რომ ხართ, ძვირფასო სილქნეტო, ამოიღეთ რუსული ტელევიზიები და დაზოგეთ ფულიც და ქვეყანაც“, - წერს გვარამია „ფეისბუქზე“. 

 

 

სხვა სიახლეები