„სააკაშვილი 2013 წლიდან ძალაუფლებას მერაბიშვილს გადააბარებს“

  • 04 ივლისი 2012, 16:28
  • 312

ვიცე–სპიკერი „ქრისტიან–დემოკრატებიდან“ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" არაპოპულარული პრეზიდენტი 2013 წლისთვის, ვანო მერაბიშვილით ჩაანაცვლა.

ვეფხვაძის თქმით, დღეს ისტორიული დღეა, რადგან პარლამენტში ქვეყნის მმართველად ვანო მერაბიშვილის ინტრონიზაცია ხდება. ვეფხვაძე საკონსტიტუციო ცვლილებაზე მიანიშნებს, რომლის თანახმად, 2013 წლიდან პრემიერ–მინისტრის ინსტიტუტი ძლიერდება.

ვეფხვაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს, რომ ზეიმი ნაადრევია, რადგან მათი გეგმის განხორციელებისთვის, შემდეგ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა არის საჭირო. 

სხვა სიახლეები