მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

  • 16 მაისი 11:35
  • 878

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ავარიაში, რომელიც გუშინ მოხდა 3 ავტომობილი ფიგურირებს.

როგორც news.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ახალი ამბები

3164 სტატია

სხვა სიახლეები