დევნილების დასაქმება მთავრობის პრიორიტეტად რჩება

  • 04 ივლისი 2012, 12:54
  • 377

პრემიერობის კანდიდატი ამბობს, რომ მთავრობის პრიორიტეტებში დევნილთა პრობლემების მოგვარება რაჩება. 2008 წლის შემდეგ, მინისტრის თქმით, ათეულობით ათასი ომის მსხვერპლისთვის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა მოხდა. 22 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია გარემონტდა და დევნილებს საკუთრებაში გადაეცა. ასევე, აშენდა 64 ახალი საცხოვრებელი კორპუსი ფოთში, ქუთაისსა და წყალტუბოში.

„ათას რვაასზე მეტი ოჯახი შესახლდა ამ საცხოვრებლებში. მაგრამ მათთან პრობლემები რჩება და, სწორედ, ახალი მინისტრი იზრუნებს იმ პირობების შექმნაზე, რომელიც დევნილებს ახალ საცხოვრებელთან ინტეგრაციაში დაეხმარება. როდესაც დევნილები ჩავასახლეთ სოციალური პრობელმები ბოლომდე ვერ მოვაგვარეთ. სწორედ, ამიტომ, მათ ადგილზე უნდა შევუქმნათ დასაქმების წყარო, რათა თავი ამ სოციუმის სრულფასოვან წევრებად იგრძნონ“, - განაცხადა პრემიერმა.

სხვა სიახლეები