კიევში "უკრაინული სახლის" წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა. აქციას ოპოზიციური პარტიები ხელმძღვანელობენ.
აქცია მას შემდეგ დაიწყო რაც უკრაინის რადამ მეორე მოსმენით მიიღო კანონი რუსული ენის პოზიციების გამყარების შესახებ. კანონის მიხედვით, იმ რეგიონებში სადაც რომელიმე სხვა ეთნი8კური ჯგუფი მოსახლეობის 10%-ს აჭარბებს, მათ ენებს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭებათ.
დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი "უკრაინის სახლში" პრესკომფერენციის გამართვას აპირებდა, თუმცა იმის გამო, რომ მომიტინგეებმა "უკრაინის სახლის" ყველა შესასავლელი გადაკეტეს მას პრესკონფერეციის გადადება მოუწია.
ახლახანს გახდა ცნობილი, რომ უკრაინული უმაღლესი რადას თავჯდომარე, ვლადიმერ ლიტვინმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, მას მისი მოადგილე ვიცე-სპიკერი ნიკოლაი ტომენკიც მიყვა.
უკრაინის პრეზიტენი ვიკტორ იანუკოვიჩი კი პარლამენტს დათხოვნით და ვადამდელი არჩევნებით ემუქრება. მისი განცხადებით ან უმაღლესმა რადამ უნდა არადგინოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა ან იგი იძულებული იქნება პარლამენტი დაითხოვოს.
სხვა სიახლეები
