მსოფლიო რბენის გამარჯვებულები საქართველოში გიორგი შეკრელიძე და ნინო მიქაძე გახდნენ

  • 08 მაისი 12:45
  • 4189

მსოფლიო რბენის Wings for Life 2017 გამარჯვებულები საქართველოში გიორგი შეკრელიძე და ნინო მიქაძე გახდნენ. ამ ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი შეკრელიძეს „ფინიშ მანქანა“ 35,43 კილომეტრის დაფარვის შემდეგ წამოეწია. ნინო მიქაძემ 29,23 კილომეტრი გაირბინა. ორივე ჩემპიონი თავად აირჩევს თუ სად იასპარეზებს 2018 წელს.

Wings for Life საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia Sport-ის ფარგლებში განხორციელდა.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები