მურუსიძე: არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოსამართლე, რომელსაც აქვს ზოგადად სამი წლის გამოცდილება, ითვლება უვადოდ გადანიშნულად

  • 01 მაისი 12:51
  • 502

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივნის ლევან  მურუსიძის განცხადებით, საბჭო განიხილავს, უნდა დაექვემდებაროს თუ არა ის შემოწმებას და სამწლიან გამოსაცდელ ვადას.მურუსიძის თქმით, დღეს ამ საკითხის წამოჭრა განპირობებულია იმ კანონით, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო, სადაც გაკეთდა ჩანაწერი, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები სამწლიან გამოსაცდელ ვადას არ ექვემდებარებიან.

„აბსოლუტურად არ მაღელევებს ეგ საკითხი, ვინაიდან ასევე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ მოსამართლე, რომელსაც აქვს ზოგადად სამი წლის გამოცდილება, მასზე არ უნდა გავრცელდეს ვადა და ის ითვლება უვადოდ გადანიშნულად. ამ საკითხს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ყველას აქვს უფლება თავიანთი მოსაზრება გამოხატონ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც მიაჩნია სწორად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე არცერთი საქმე არ მაწერია, მაგრამ მაქვს განხილული ათასობით საქმე, როდესაც ვიყავი უზენაეს სასამართლოში“,-განაცხადა მურუსიძემ.

სხვა სიახლეები