ახლვედიანი პლებისციტის ჩატარებაზე: მეცინება ხოლმე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიმართულებით ინიციატივებს გვთავაზობს

  • 21 აპრილი 15:30
  • 2242

პლებისციტის ჩატარების ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარი „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გიორგი ახვლედიანმა გააკეთა. ახვლედიანის თქმით, „სასაცილოა, როდესაც ბოკერიას „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიმართულებით ინიციატივებს გვთავაზობს“.

„მეცინება ხოლმე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიმართულებით ინიციატივებს გვთავაზობს. „ევროპული საქართველო“ არის ბოკერიას „ნაციონალური მოძრაობა“. მთელი ეს უბედურება, რაც გვჭირს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მათი მოგონილია, მათი დამკვიდრებულია და კბილებით იცავდნენ, სანამ ხელისუფლებაში იყვნენ და ახლა, მცდელობები იმისა, რომ გაითეთრონ თავი და გამოვიდნენ როგორც ამ სისტემის წინაღმდეგ მებრძოლები, ძალიან სასაცილოა“,-განაცხადა ახვლდიანმა.

სხვა სიახლეები