მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე: ჩვენ ნამდვილად ვერ ვივლით ელცინის მიერ დაამკვიდრებული გზით

  • 21 აპრილი 15:03
  • 644

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, სადავო საკონსტიტუციო საკითხების პლებისციტზე გატანასთან დაკავშირებით უმრავლესობაში გამოეხმაურნენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პლებისციტი არ არის ერთადერთი საშუალება, რითაც შეიძლება ხალხის აზრის გაგება. მისი თქმით, ინიციატივის ავტორები ვერ ერკვევიან  საყოველთაო-სახალხო განხილვის არსში.

„როდესაც კონსტიტუციის ცვლილებებზეა საუბარი, კონსტიტუციას წერენ სპეციალისტები, პოლიტიკოსებთან  ერთად ხალხი განიხილავს და საბოლოოდ იღებს პარლამენტი კონსენსუსის გზით, ჩვენ ნამდვილად ვერ ვივლით ელცინის მიერ დაამკვიდრებული გზით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, თავის დროზე როგორ შეიქმნა რუსეთის კონსტიტუცია და ჩვენ ამ გზას ვერ მივყვებით, არსებობს ასევე სხვა მაგალითები და ვერ ვიტყვით, რომ სააერთაშორისო პრაქტიკამ ამ მიმართულებით გაამართლა.

განცხადების ავტორები, რომლებიც ამბობენ, რომ მაინც და მაინც პლებისციტი არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ უნდა გავიგოთ ხალხის აზრი, ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ ერკვევიან საყოველთაო-სახალხო განხილვის არსში“,-განაცხადა მდინარაძემ.

სხვა სიახლეები