შსს-ს კუთვნილი ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა

  • 21 აპრილი 14:47
  • 1463

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილი ფანასკერტელის ქუჩაზე, სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

როგორც news.ge-ს შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ინფორმაციით, გამთენიისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ადმინისტრაციულად გაფორმდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ს ერთ-ერთი დანაყოფის ავტომობილი 8 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და სხვა ავტომობილს დაეცა.

ახალი ამბები

3391 სტატია

სხვა სიახლეები