გიორგი კვირიკაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებზე ისაუბრა

  • 21 აპრილი 14:15
  • 423

პრემიერმინისტრის  განცხადებით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას სერიოზული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების განხილვას. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა  მთავრობის ადმინისტრაციაში, უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სერიოზული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების განხილვას. საქართველოს მთავრობა კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს კოფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას და ჩვენ მადლობა გადავუხადეთ უნგრეთის მთავრობას, მათი მონაწილეობისათვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. 

სხვა სიახლეები