„ ერთმანეთისგან გაემიჯნება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ერთი მხრივ მარიხუანასა და მცენარე კანაფის და მეორე მხრივ დანარჩენი ნარკოტიკებისთვის“

  • 21 აპრილი 13:38
  • 459

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დღეს, პარლამენტის წინაშე იუსტიციის მინისტრის მოადგილე წარსდგება. ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ხდება ლიბერალიზაცია და  ერთმანეთისგან გაემიჯნება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ერთი მხრივ მარიხუანასა და მცენარე კანაფის და მეორე მხრივ დანარჩენი ნარკოტიკებისთვის. 

კანონპროექტის მიხედვით, პირველ ჯერზე მომხმარებლების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა აღარ მოხდება, ასევე იცვლება მცენარე კანაფის დიდი ოდენობა და განსაუთრებით დიდი ოდენობის, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება.

მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად, 1000 გრამით.

მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 100 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით.

„ხდება ლიბერალიზაცია, იმიტომ, რომ ერთმანეთისგან გაემიჯნება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ერთი მხრივ მარიხუანასა და მცენარე კანაფის და მეორე მხრივ დანარჩენი ნარკოტიკებისთვის. კონკრეტულად, მარიხუანასა და მცენარე კანაფისთვის დიდ ოდენობამდე არ იქნება გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა და ასევე არ იქნება მცირე ოდენობაზე ადმინიტრაციული პატიმრობა. იგივე ეხება მცირე ოდენობით მარიხუანას ან კანაფის კულტივაციას, დათესვას და ასე შემდეგ“,-განაცხადა 

სხვა სიახლეები